სპორტული კომპლექსი ნეპტუნი

თბილისი

სპორტული კომპლექსი ნეპტუნი მომხმარებლებს აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, სპას, სრულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ სერვისს, ინდუსტრიის ინოვაციებსა და პროფესიონალი ინსტრუქტორების გამორჩეულ სერვისს სთავაზობს.

დიდი საცურაო აუზის ზომებია 25X12, სიღრმე კი — 1.6-1.9 მეტრი, მცირე აუზის — 12X5 ხოლო სიღრმე — 1.1-1.3 მეტრი. ცურვასა და დასვენებასთან ერთად, სტუმრებს კომფორტული შეზლონგები, თანამედროვე სატრენაჟორო დარბაზი, საუნა ან ორთქლის ოთახი ელოდებათ.

სპორტულ კომპლექს ნეპტუნში ხელმისაწვდომია ცურვის ინდივიდუალური გაკვეთილები და ვარჯიში პირად მწვრთნელთან.

გაზიარება: